ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Euractiv: იტალიის პრემიერი ბორელის შემცვლელად კაია კალასის შესაძლო დანიშვნას სკეპტიკურად აფასებს

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელად კაია კალასის შესაძლო დანიშვნას სკეპტიკურად აფასებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Euractiv-ი წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ბორელის შემცვლელად კალასის დანიშვნა ესტონელ პოლიტიკოსს არაპროპორციულად დიდ წონას შესძენს.

იტალიის პრემიერის ასეთი პოზიციის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად სახელდება ის, რომ მელონის შესაძლოა არ სურდეს, საგარეო პოლიტიკა ბალტიის ქვეყნებს ჩააბაროს, ვინაიდან მათი ყურადღება აღმოსავლეთზე იქნება მიპყრობილი რის გამოც მიგრაციისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის პრობლემები მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

მანამდე საერთაშორისო მედიამ ბორელის თანამდებობაზე პრეტენდენტებად ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი, ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კროო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დაასახელა, თუმცა მთავარ ფავორიტად კვლავ ესტონეთის მთავრობის მეთაური კაია კალასი მიიჩნევა.