„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
პლენარულ სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ადამიანის უფლებათა კუთხით.
თინა ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა. თუმცა, ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას.