ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვიქტორ ორბანი, ჰერბერტ კიკლი და ანდრეი ბაბიში ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.

Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ახალი ერა იწყება. ორბანის თქმით, ევროპული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში. ახლა თქვენს წინაშე სხედან ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხეთის უძლიერესი მემარჯვენე ძალები“, - აღნიშნა ორბანმა პრესკონფერენციაზე.