დღეიდან 2024 წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა.
ოფიციალურმა ბუდაპეშტმა თავისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის 7 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. მათ შორისაა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, გაფართოების პოლიტიკის თანმიმდევრულობასა და დამსახურებაზე აგება, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთიანი პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმერებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ხელშეწყობა და დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.
ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის სლოგანია „გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული“.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთმა როტაციის პრინციპით, ბელგიისგან გადაიბარა, წლის ბოლოს კი პოლონეთს გადააბარებს.