ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა უქმდება

დღეიდან, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა უქმდება. მისი შეცვლა 15 მარტის შემდეგ იუსტიციის სახლებში, უფასოდ არის შესაძლებელი.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა დაახლოებით 230 000 მოქალაქეს ჰქონდა, თუმცა რამდენმა ადამიანმა შეცვალა ის ID ბარათით, უცნობია.

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.