აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, ვედანტ პატელს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში მიწვევაზე ჰკითხა.
ჟურნალისტის კითხვაზე „აგზავნით თუ არა დამაბნეველ სიგნალს ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ იმის თქმით, რომ დაასანქცირეთ მაღალჩინოსნები?“ პატელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან.
მისივე თქმით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც იქნა მიღებული, ძალიან ბევრი ისაუბრეს.
„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ოთახში იმ კანონმდებლობაზე, რომელიც იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს რიგი საკითხები, რომლებიც გვინდა, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ ჩემგან და მეთიუსგან მოისმინეთ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და იმაზეც, რომ ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. ჩვენ უწინდებურად გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა. ასევე, რჩება სხვა პრობლემებიც, ეჭვგარეშეა, რომ მათთან ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.