საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. პირველი მატჩი 2 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვია იქნება და თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მეორე თამაშს, საქართველოს ნაკრები ფილიპინებს 4 ივლისს, 16:30 საათზე დაუპირისპირდება.
ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი 2-დან 7 ივლისამდე გაგრძელდება.