სასამართლო სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის მარიამ იაშვილის საქმის განხილვას იწყებს. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ფლობის ეპიზოდებზე სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული.
ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს, რასაც მალევე მისი მეუღლის - მარიამ იაშვილის დაკავებაც მოჰყვა.
აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების ქმედებებს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.