ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უეფამ საქართველოსა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა

ქომაგებს შორის დაპირისპირების გამო, უეფამ საქართველოს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.

კერძოდ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფანების ჩხუბის გამო, 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების გამო, საქართველოს 6250 ევროს გადახდა მოუწევს, თურქეთი კი 9750 ევროს გადაიხდის.

გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 8 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა პორტუგალიასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნის გამო, ხოლო დამატებით 1 750 ევროს ჯარიმა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე პიროტექნიკის გაშვების გამო.