ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩინეთის სამხრეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

ჩინეთის სამხრეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ხუნანის პროვინციაში 340 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც მდინარეებში წყლის დონემ 1954 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

წყალდიდობით დაზარალებულ ზოგიერთ რაიონში წყლის დონე 1 მეტრს აჭარბებს, მოსახლეობა სახლებიდან ევაკუაციას კი მხოლოდ აივნებიდან და სახურავებიდან ახერხებს.

გადაუღებელი წვიმის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასშტაბური სამაშველო ოპერაცია წამოიწყო, ვინაიდან მდინარეების ნაპირიდან გადმოსვლის შემთხვევაში საფრთხე მილიონობით ადამიანს დაემუქრება.