Reuters-ის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ნეპალში მეწყერი გამოიწვია, შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.
კატასტროფების სამაშველო და შემცირების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, ბჰატარაის განცხადებით, მეწყერმა გულმის რაიონში, სოფელ მალიკაში, სახლი მოიყოლა, რომელშიც ერთი ოჯახის ხუთი წევრი იყო. ასევე, მეზობელ სიანჯას რაიონში მეწყერს ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლა.
ნეპალში ძლიერი მუსონური წვიმები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რამაც ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.