ნიდერლანდებში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა, რომელსაც დიკ სხოოფი უხელმძღვანელებს. სხოოფი უპარტიო კარიერული ბიუროკრატია, რომელიც მანამდე ნიდერლანდების დაზვერვას ხელმძღვანელობდა, ასევე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში.
ახალმა პრემიერმა, ვიცეპრემიერმა და 14-მა მინისტრმა დღეს მეფის თანდასწრებით ფიცი დადეს.
გასულ თვეში 6-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ მემარჯვენე ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“, ლიბერალურმა „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიამ“, ცენტრისტულმა „ახალმა საზოგადოებრივმა შეთანხმებამ“ და პოპულისტურმა „ფერმერთა პარტიამ“ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების მიხედვით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მარკ რუტეს თანაპარტიელი რუბენ ბრეკელმანსი დაიკავებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს - „ახალი საზოგადოებრივმა შეთანხმების“ წარმომადგენელი კასპარ ველდკამპი უხელმძღვანელებს.