სლოვაკეთი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერის მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე ისაუბრეს მარკ რუტემ და ვიქტორ ორბანმა. როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, ნიდერლანდების პრემიერმა უნგრელ კოლეგას განუცხადა, რომ თუ ოფიციალური ბუდაპეშტი მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, უნგრეთი არ იქნება ვალდებული, ჩაერთოს ალიანსის აქტივობებში უკრაინაში.
„ოფიციალურად გიდასტურებთ, რომ მარკ რუტესთან და სლოვაკეთის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ რუტეს კანდიდატურას გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.