ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს კიევის მტკიცე პარტნიორი და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე შეცვლის. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნიდერლანდური მედია იტყობინება.
გასულ დღეებში რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა. გენერალურ მდივანს ნატოს წევრი ქვეყნები კონსენსუსის საფუძველზე ირჩევენ.
ამ დროისთვის მარკ რუტეს მხოლოდ რუმინეთის მხარდაჭერა აკლია რომლის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისსაც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება სურს.