თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს, სადაც საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენიდან საზოგადოებას ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიმართა და მათ ხმარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.
ჩვენთვის იყო რამდენიმე განსაკუთრებული თვე. მიხარია, რომ ასეთ გახარებულებს გხედავთ, ამდენი ემოცია მოგიტანეთ. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, თქვენ მოგვეცით თავდაჯერება და ის სიყვარული, რაც გვაჩუქეთ ამ თვეების განმავლობაში. ამაზე დიდი მადლობა. ეს არ უნდა იყოს რამის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. გაუმარჯოს საქართველოს“,- თქვა კაშიამ მიამრთვაში.
ღონისძიებაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა.