ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოვარდნილმა რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი მიქავას ადმინისტრაციულ ერთეული, ლეჯოლოხეს უბანი, სადაც გრიგალმა საცხოვრებელი სახლის კედელი გაანგრია.

სეტყვამ დააზიანა სახნავ-სათესი ნაკვეთები და სავარგულები. დაზარალებული მოსახლეობის თქმით, განადგურებულია მოსავლის უმეტესი ნაწილი. სტიქიამ ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზე.

წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემურ ზონებში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაც შეეხება ზარალს, ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მუშაობს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც არსებულ ვითარებას ეცნობა და ზარალს ითვლის.

ავტორი: თეა შონია