რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა. უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც სამხედრო-საზღვაო ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული.
აღნიშნულის შესახებ მერმა, ანდრეი კრავჩენკომ "ტელერგამზე" დაწერა. როგორც მან აღნიშნა, რუსული ფლოტი იგერიებდა თავდასხმას. ასევე, მან მოქალაქეებს მოუწოდა ნუ იქნებოდნენ ღია სივრცეში ზღვასთან ახლოს.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში ორი უეკიპაჟო კატერის განადგურების შესახებ განაცხადა. უკრაინის მხარეს იერიშის შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.