უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევი მზად არის, ომში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ნებისმიერი რჩევა მოისმინოს, თუმცა კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.
„ჩვენ არ ვართ მზად, კომპრომისზე წავიდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს „სამართლიან მშვიდობას“ ომში, თუმცა მზად არ ვართ რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და ომის დასრულების სანაცვლოდ რომელიმე ტერიტორიის დასათმობად“, - აღნიშნა ერმაკმა.