ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოკუჩავა: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში საუბარია ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს, სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ,,ოცნების" წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც საუბარია ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს, სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

ბოკუჩავას თქმით, ,,ოცნება" ანტიდასავლურ მოქმედებებს აგრძელებს.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას", - განაცხადა ბოკუჩავამ.