რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივების ცნობით, ქალაქში დილიდან ათამდე აფეთქების ხმა გაისმა.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტების შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.