რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ბალისტიკური რაკეტით შეტევის დროს დაიჭრა 20 , მათ შორის არიან ბავშვებიც.
რუსეთის დარტყმამ დააზიანა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი.
კრივოი-როგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია.
თავდასხმის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდების პროცესი, რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად.