ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 121-მდე გაიზარდა. სულ მცირე 150 საავადმყოფოში იმყოფება.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში, ნიუ-დელიდან 200 კილომეტრში მოხდა.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილების ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ.