ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტას, 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტას, სულ მცირე 87 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში, ნიუ-დელიდან 200 კილომეტრში მოხდა.

ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინდოეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრეს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილების ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ.