ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა, 100-მდე პირი კი, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სავარაუდოდ, სასმელს მეთანოლი ჰქონდა გარეული.
სამართალდამცავებმა, რომლებიც მომხდარს იძიებენ, შვიდი პირი დააკავეს.