ნატოს წევრი ქვეყნები 2025 წელს, უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, 40 მილიარდ ევროს გამოუყოფენ.
ამის შესახებ როიტერი ერთ-ერთ დასავლეთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სთხოვა ალიანსის წევრ ქვეყნებს, შეინარჩუნონ უკრაინისადმი მხარდაჭერა იმავე დონეზე, რაც რუსეთის მიერ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ იყო.
დასავლეთ ევროპელი დიპლომატის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შესაბამის დოკუმენტებს მომავალ კვირაში ვაშინგტონის სამიტზე მოაწერენ ხელს.