ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოლაფ შოლცი: არასოდეს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს.

ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა.

„ჩემი აზრით, ჩვენ არასოდეს უნდა დავუჭიროთ მხარი ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას", - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ასევე პუტინის შეთავაზებას გამოეხმაურა და მას უცნაური სამშვიდობო შეთავაზება უწოდა.

„მან თქვა, რომ ის მზად არის, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, თუ უკრაინა ასევე აღიარებს მისი ტერიტორიის ანექსიას. ეს აჩვენებს, როგორ ცინიკურად ფიქრობენ ისინი და რომ რუსეთის ლიდერს არ აქვს განზრახვა დაასრულოს თავისი აგრესიული ომი. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს ომის გასაგრძელებლად. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინაში მიმდინარე ომის მხარე არ გახდება და ის, როგორც კანცლერი, ამის გარანტიას იძლევა.