ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ექს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვს, რუსეთთან მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მისი გეგმა გააცნოს.
როგორც ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, ის მზადაა შეხვდეს დონალდ ტრამპს და მისი წინადადებები მოისმინოს.
„თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას. თუკი უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, თუ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ - ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ამისთვის, გვინდა ვიცოდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.