ისრაელი მზადაა ჰეზბოლას წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ზომები მიიღოს, თუმცა შეთანხმების მიღწევას ამჯობინებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზის სექტორთან საზღვარზე სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყოველდღე ვახორციელებთ ძლიერ დარტყმებს ჰეზბოლაზე და მზად ვიქნებით, ლიბანში ნებისმიერი საჭირო ზომა მივიღოთ, ან ძალის პოზიციებიდან ნაკარნახებ შეთანხმებას მივაღწიოთ. ჩვენ შეთანხმება გვირჩევნია, მაგრამ თუ ბრძოლა მოგვიწევს, ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა გალანტმა.