ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, პრეზიდენტი დაიღალა შმიგალისგან და თათბირებზე პრემიერს არც უსმენს. ზელენსკი შმიგალისგან კრეატიულ ინიციატივებს ელოდება, თუმცა პრემიერს რაიმის შეთავაზება აღარ შეუძლია.
უკრაინული მედიის ცნობით, შმიგალის გათავისუფლების საკითხი ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ განიხილება. მის სავარაუდო შემცვლელებად ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ჩერნიშოვი ითვლებიან.