ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: ორბანს ვუთხარი, რომ განცალკევებულად ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ ვისაუბრებთ, მეც და უკრაინელებს გვჭირდება გეგმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ თქვა უარი უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შეთავაზებაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ზელენსკიმ ბლუმბერგთან ინტერვიუში აღნიშნა, ორბანი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, რაც კარგი სიგნალია. თუმცა ცეცხლის შეწყვეტისთვის კონკრეტული და ძალიან გასაგები გეგმაა საჭირო.

„მე ვიქტორ ორბანს ვუთხარი, რომ განცალკევებულად ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ ვისაუბრებთ. მეც და უკრაინელებს გვჭირდება გეგმა, იმიტომ რომ პუტინს ბრმად ვერ ვენდობით. მინსკის შეთანხმებებიდან მოყოლებული ასობით შეხვედრა გვქონდა, არაერთხელ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე და ყველა ასეთი შეთანხმება რუსეთმა დაარღვია. ამიტომ, თუ შეთანხმება მოხდება, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე, სანდო ქვეყნების და ლიდერების თანდასწრებით“ , - განაცხადაზელენსკიმ.