ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან ეუთო-ს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან ეუთო-ს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - მათ ივანიშვილის ინტერესები დააყენეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას ახსნა არ აქვს და ვერც ექნება.

„შეუძლებელია რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს თუნდაც მათი მხრიდანაც კი იმისთვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში, რომელიც არის ბუქარესტის დეკლარაცია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ ახსნა არ აქვს და ვერც ექნება. ასევე ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი არის ის, რომ ამ დეკლარაციაში აისახა ღრმა წუხილები იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც დგამს ივანიშვილის ხელისუფლება, მათ შორის რუსული კანონის მიღების სახით და რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ბოჭორიშვილმა და ნიკა სამხარაძემ ივანიშვილის პარტიის წევრებმა დათმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმისთვის, რომ დაეცვათ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პარტიული ინტერესი, დააყენეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე მაღლა, რაც ღალატის ტოლფასია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.