დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
ზურაბაშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.
2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.