საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე გორში ჩავიდნენ და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა, პილოტის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები უსამძიმრებენ.
პანაშვიდზე მყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
ზურაბაშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.
2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი