ბათუმის სანაპიროზე, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პარაშუტზე ქალი ქმართან ერთად იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი კი დაშავდა.
შემთხვევას წინ ძლიერი ქარი უძღვოდა, რომელიც სანაპირო კურორტებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
„დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი შეფასებით არ ჩანს ტრამვული ცვლილებები. ველოდებით კვლევების პასუხებს", - განუცხადეს TV 24-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
დაშავებულიც და გარდაცვლილიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ავტორი: სულხან მესხიძე