თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.
„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს- დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.
გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!“, - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.