ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ფავლენიშვილი: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენია არაფერი გარდა სანქციებისა და მკაცრი ზომებისა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენია არაფერი გარდა სანქციებისა და მკაცრი ზომებისა.

„მაშინ, როდესაც ავტორიტარიზმის გზაზე ღიად დამდგარს და ჩვენს სტრატეგიულ კურსის ცვლილების მომხდენ ხელისუფლებას დახმარების ხელი გაუწვდინეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა, მიუხედავად ღია თავდასხმებისა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოიჩინა პოლიტიკური ნება კიდევ ერთი და გამოუწოდა დახმარების ხელი კიდევ ერთხელ ამ ჭაობში მყოფ ივანიშვილის ბანდას, მაგრამ ამ ხელის გაწვდენაზეც მათი პასუხი იყო ძალიან თავხედური და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენიათ არაფერი გარდა სანქციებისა, პოლიტიკის გადახედვისა და იმ მკაცრი ზომებისა, რომლის მიღების შესახებ ღიად არის დაანონსებული და უახლოეს, დღეებში, კვერებში ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც ესმის ივანიშვილს და მის ბანდას,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს.