ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გერმანიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზიიდან სიგარეტის და თანხის მოპარვა სცადა. ის ადგილზე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც სუპერმარკეტიდან სიგარეტის და თანხის მოპარვა სცადა.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა, შესასვლელი კარი შეამტვრია და სალაროდან რამდენიმე სიგარეტისა და თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო.

პოლიციამ ის ადგილზევე აიყვანა.

სამართალდამცავების ცნობით, ქართველი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მას თან ჰქონდა ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს შეადგენდა.

ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით დაიწყო.