ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარგუს ცაჰკნა: ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.