მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.
„ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი – უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება“, –დაწერა მან X-ზე.
The EU rotating presidency has no mandate to engage with Russia on behalf of the EU.
— Charles Michel (@CharlesMichel) July 4, 2024
The European Council is clear: Russia is the aggressor, Ukraine is the victim. No discussions about Ukraine can take place without Ukraine.