ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ატლანტის ოკეანეში მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რასაც 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის მახლობლად მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რასაც სულ მცირე, 89 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

მავრიტანიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 9 ადამიანის, მათ შორის 5 წლის ბავშვის გადარჩენა შეძლეს. ნავი, რომელმაც ექვსი დღის წინ დატოვა გამბია-სენეგალის საზღვარი, ევროპისკენ მიემართებოდა. ბორტზე, სულ მცირე, 170 მიგრანტი იმყოფებოდა.

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრას ცდილობს, რასაც უკვე არაერთი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა.