დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.
მატჩს ბათუმის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
ქართველ მორაგბეებს დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მის ნაცვლად გუნდს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე უკაპიტნებს.