ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წალენჯიხაში არასრულწლოვანი დაჭრეს

გავრცელებული ვერსიით და ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ საჩინოში, 14 წლის ბიჭი თანატოლმა დაჭრა.

თავად მოზარდი ამ ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ გულ-მკერდის არეში ჭრილობები მდინარე ინწრაში ხიდან გადახტომისას მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

14 წლის ბიჭი ჯერ წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი ზუგდიდის ევექსის ჰოსპიტალში. მას ზუგდიდის საავადმყოფოში ჭრილობები დაუმუშავეს, შესაბამისი ჯგუფის სისხლიც გადაუსხეს, რის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით, მოზარდი ბათუმის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავტორი: თეა შონია