მეფე ჩარლზ მესამემ რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წინადადება დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
დღესვე მეფე ჩარლზი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, კირ სტარმერს შეხვდა და ფორმალურად მთავრობის ჩამოყალიბების წინადადებით მიმართა.
დიდ ბრიტანეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა, რამაც კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.