ვინ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. საბოლოო შეთანხმებამდე ორი დღე რჩება. ორშაბათს დაანონსებულია პარტიის ყრილობაც და ღონისძიებაც, სადაც გაირკვევა, რა ფორმით წარდგებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები.
შეთანხმებამდე გამოქვეყნდა ერთიანობის დეკლარაცია, რომელიც ადგენს წესებს, როგორ იმოქმედებენ გაერთიანების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფები, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ.