უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებს.
ორბანის თქმით, საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით
„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
რუსული მედიის ცნობით, ორბანის და პუტინის შეხვედრა ორსაათნახევარს გაგრძელდა. მასში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.