ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გეგელია: ხელისუფლებამ შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი - „ოცნება" მოღალატე ხელისუფლებაა

მსურს, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სამწუხარო მომენტს, როდესაც აშშ-საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობის საერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი.

გეგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მოღალატე ხელისუფლება.

„ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც გააჩნია არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო მნიშვნელობა. სწორედ იმ თვეებში, ზაფხულის თვეებში, როდესაც საშუალოდ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები არის ხოლმე გაზრდილი, აშშ-ის ასობით სამხედრო სხვა პარტნიორთან ერთად, იმყოფებოდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენდა რუსეთისგან მომავალი აგრესიისგან თავის დაცვის ერთით მეტ ინსტრუმენტს და ეს ინსტრუმენტი „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლების დამსახურებით ჩვენ აღარ გვექნება განუსაზღვრელი ვადით. ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოგვთავაზა მეტი პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალი შანსები სტუდენტებისთვის, ამ ყველაფრის გამოყენების, ამ ახალი შანსების და შესაძლებლობების გამოყენების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ამჯობინა „რუსული კანონი“, ამჯობინა თეირანში სიარული და ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება, რაც არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის და ჩვენი განვითარების შანსების გამოყენებას ყოველთვის ამჯობინებს საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ ეგოს და რუსული ინტერესის და ავტოკრატიული ინტერესის მსახურებას ამ ქვეყანაში. ამიტომაც, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ თითოეულ ქართველს 26 ოქტომბერს დავირაზმოთ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა მტრისგან, რომელიც ახლა უკვე ზის კანცელარიაში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო.