ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა.
„ჩემი აზრით, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ", - განუცხადა მან „ტაბულას“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.