თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის შესასვლელში, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. ახალგაზდა კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე პოლიცაა მობილიზებული.