ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მამუკა ხაზარაძე: მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა 

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმთავრესია იმ პარტიების ერთობის შექმნა, რომლებიც პროდასავლურები არიან.

„ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, არამარტო პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისეთი კონფიგურაცია უნდა ვნახოთ, რომ პირველი და უმთავრესი ერთობა შევქმნათ იმ პარტიების, რომლებიც პროდასავლურები არიან. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. რაც შეეხება კონფიგურაციას, მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, ჩვენ, ჩვენ პოზიციას ერთ-ერთი პირველი დაგიფიქსირებთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.