რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა, რაკეტები მოხვდა ბავშვთა საავადმყოფოს, სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ სახლებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 8 ადამიანი და დაშავდა 15.
უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი უკვე ამოიყვანეს.
კიევის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.